თავფურცელი პროგრამის შესახებ Acca-ს პროგრამა


SiteGround web hosting

Acca-ს პროგრამა PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Administrator   
FRIDAY, 05 FEBRUARY 2010 23:26
AჩჩA აღნიშნავს “ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციას” და იგი არის მნიშვნელოვანი გლობალური პროფესიული ორგანიზაცია. AჩჩA დაარსდა ლონდონში, გაერთიანებულ სამეფოში 1904 წელს. AჩჩA არის ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფმზარდი საერთაშორისო ბუღალტრული ორგანიზაცია. გამოცდები, ისევე როგორც ლექციები, მომდინარეობს ინგლისურ ენაზე.

AჩჩA აღიარებულია მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით იგი ითვლის 296,000 სტუდენტსა და 115,000 წევრს 170 ქვეყანაში. თქვენი განათლების მიუხედავად AჩჩA თანამშრომლობის ფარგლებში მთელი თქვენი კარიერის მანძილზე დაგეხმარებათ.

AჩჩA-ის კვალიფიკაცია ახალი მსოფლიოს შეცნობის გასაღებია. სტუდენტად გახდომის დღიდან სწავლის პროცესი გრძელდება მთელი თქვენი კარიერის მანძილზე. განათლების მიღების თანმიმდევრობა მოიცავს კვალიფიკაციის ხარისხს, მაგისტრის ხარისხის ჩათვლით და მუდმივად განახლებული კურსების სქემას ფინანსებისა და მართვის ყველა სფეროში.

AჩჩA არის პირველი პროფესიული ორგანიზაცია, რომელმაც ბიზნესის ყველა სექტორის ხელმძღვანელების მოთხოვნილების შესაბამისად, გამოცდები ჭეშმარიტად გლობალურ, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემოგვთავაზა.

AჩჩA-ის პროფესიული პროგრამა ისეთი პროგრამაა, სადაც სწავლება პრაქტიკულ საქმიანობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. სტრუქტურა შემუშავდა მთავრობების, სტუდენტების, კოლეგებისა და საწარმოს (საჯარო და კერძო სექტორის) ხელმძღვანელებთან კვლევისა და მუდმივი კონსულტაციების შედეგად.

მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში AჩჩA ცდილობს შემოგთავაზოთ მაღალი სტანდარტების სწავლება და მხარდაჭერა. თითოეული წიგნი ისეა შემუშავებული, რომ იგი სასწავლო მასალის მაქსიმალური კონტროლისა და სწავლების მეთოდების ტემპის გარანტიაა.

თქვენ მომავალ დამქირავებელს ეცოდინება თქვენი პოტენციალი, რადგან AჩჩA-ის კვალიფიკაცია მსოფლიოში მაღალ დონეზე ფასდება. ჩვენ ეფექტური ურთიერთობა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ასევე მრავალეროვან ბუღალტრულ ორგანიზაციებთან, კორპორაციებსა და ინსტიტუტებთან, მთავრობებთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთანაც.



სტრუქტურაA



AჩჩA-ს სტრუქტურა მიზნად ისახავს, განავითაროს ცოდნის ყოვლისმომცველი გაგება, უნარ-ჩვევები და ტექნიკა, რომელსაც თანამედროვე ბუღალტრული ორგანიზაციები მოითხოვენ. წიგნები ისეა შექმნილი, რომ ისინი თქვენთვის მაღალი კვალიფიკაციისა და ცოდნის გარანტიას წარმოადგენს და მათი გამოყენება შეგიძლიათ თქვენ მიერ შერჩეულ თანამდებობაზე. გამოცდები სამ დონედ იყოფა:

1-ლი და მე-2 დონის ყველა წიგნი სავალდებულოა.

მე-3 დონე მოიცავს როგორც სავალდებულო, ასევე შესარჩევ წიგნებს.

გამოცდების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტს მოეთხოვება ჰქონდეს შესაფერისი პროფილის, პრაქტიკული მუშაობის მინიმუმ სამი წლისგამოცდილება, რათა მიიღოს კვალიფიკაცია.



სტრუქტურა:

FUNDAMENთALშ (ნინე პაპერს ინ ტოტალ)

Kნოწლედგე

F1 Aცცოუნტანტ ინ Bუსინესს (AB)

F2 მანაგემენტ Aცცოუნტინგ (MA)

F3 Fინანციალ Aცცოუნტინგ (FA)



შკილლს

F4 ჩორპორატე ანდ Bუსინესს Lაწ (ჩL)

F5 Pერფორმანცე Mანაგემენტ (PM)

F6 თახატიონ (თX)

F7 Fინანციალ რეპორტინგ (Fღ)

F8 Aუდიტ ანდ Aსსურანცე (AA)

F9 Fინანციალ Mანაგემენტ (FM)



PღOFEშშIONAL (Fივე პაპერს ინ ტოტალ)



Eსსენტიალს

P1 Pროფფესიონალ Aცოუნტანტ (PA)

P2 ჩორპორატე ღეპორინგ (ჩღ)

P3 Bუსინესს Aნალყსის (BA)

Oპტიონს (თწო ტო ბე ცომპლეტედ)

P4 Aდვანცედ Fინანციალ Mანაგემენტ (AFM)

P5 Aდვანცედ პერფორმანცე Mანაგემენტ (APM)

P6 Aდვანცედ თახატიონ (AთX)

P7 Aდვანცედ Aუდიტ ანდ Aსსურანცე (AAA)



ძირითადი ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან. Pპირველი ნაწილი მოიცავს 3 წიგნს ხოლო მეორე 6 წიგნს.

პროფესიული ეტაპიც ასევე შედგება ორი ნაწილისაგან სადაც ბოლო 4 წიგნიდან შესაძლებელია 2-ის არჩევა.



თუ თქვენ 21 წელზე მეტის ხართ და არ აკმაყოფილებთ AჩჩA-ში გაწევრიანების მოთხოვნებს, თქვენ შემოგთავაზებენ მოსამზადებელ განყოფილებას. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ, ჩარიცხვის დღიდან 2 წლის განმავლობაში ჩააბარონ F1 და F2 წიგნების გამოცდები. წარმატების შემთხვევაში კანდიდატი გადაყვანილი იქნება პროფესიულ პროგრამაში და პირველი-ორი წიგნი ჩაბარებულად ჩაეთვლება.



ბუღალტერიისა და აუდიტის სასწავლო პროგრამა

არსებობს ბუღალტერიისა და აუდიტის სასწავლო პროგრამის ორი ვარიანტი: საერთაშორისო და გაერთიანებული სამეფოს:

1. F1 ფინანსური ანგარიშგების მომზადება

2. F7 ფინანსური ანგარიშგება

3. F8 აუდიტი და შიდა მიმოხილვა

4. P7 აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა

5. P2კორპორაციული ანგარიშგება

სტუდენტს შეუძლია გააკეთოს არჩევანი.

სტუდენტს შეუძლია ჩარიცხვიდან 10 წლის განმავლობაში ჩააბაროს AჩჩA-ის გამოცდები, თუმცა სტუდენტთა უმეტესობა 3-4 წელიწადში აბარებს გამოცდებს, რადგან ისინი სემესტრში ორ ან სამ წიგნს აბარებენ. ასევე შესაძლებელია ამ პროგრამის უფრო მოკლე დროში დასრულება, თუ წიგნების მაქსიმალური რაოდენობიდან იქნებით განთავისუფლებულნი.



AჩჩA-ის წევრად აღიარებისათვის, გამოცდების ჩაბარების გარდა, დამატებით საჭიროა პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. თქვენ უნდა:
ფლობდეთ შესაფერისი პროფილის, მინიმუმ სამი წლის, პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას;
აკმაყოფილებდეთ წევრობის მინიმალურ მოთხოვნებს;
სტუდენტის პირადი ჩანაწერების ფორმაში შეავსოთ გამოცდილების განყოფილება. (აღნიშნულ ფორმას AჩჩA გიგზავნით დარეგისტრირებისას).



ამ მოთხოვნების გარდა, AჩჩA გთავაზობთ მაქსიმალურ შესაძლო ვარიანტებს, რათა თქვენი სამუშაო გამოცდილება შეუსაბამოთ თქვენ განათლებას.

სამუშაო უნდა იყოს ბუღალტრის, ან მისი მონათესავე პროფესიის. ასევე შესაძლებელია თქვენი ხელმძღვანელი ან პარტნიორი იყოს AჩჩA-ის წევრი, ან თქვენი ქვეყნის სამეწარმეო კანონის მიერ აღიარებული ბუღალტრული და აუდიტური ორგანიზაციის წევრი. მას შეუძლია გითხრათ, აკმაყოფილებთ თუ არა პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნებს. ასევე, მას შეუძლია დაადასტუროს თქვენი კომპეტენტურობის დონე.

თუ თქვენ გსურთ იმუშაოთ ბუღალტრად და საზოგადოებას გაუწიოთ სამსახური, მოგეთხო-ვებათ იყოთ AჩჩA-ის წევრი და გქონდეთ პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. ამავე დროს, საჭიროა შემდგომი სწავლება და ადგილობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

თუ თქვენ ხართ AჩჩA-ის წევრი და გაქვთ პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, რომელიც აღიარებულია AჩჩA-ის მიერ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილებისათვის.

თუ თქვენ შეასრულებთ AჩჩA-ის მოთხოვნებს, AჩჩA-ის წევრობა გაცილებით ახლოსაა, ვიდრე თქვენ გგონიათ.

AჩჩA-ის საერთაშორისო (ინგლისური) პროგრამა საქართველოში დაიწყო 1999 წელს (წწწ.აცცაგლობალ.ცომ).

ინგლისური პროგრამის (საქართველოს) ცენტრი არის ქალაქ გლაზგოში და პროგრამაც მათი ინსტრუქციის შესაბამისად მიმდინარეობს.

ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ბაფი) და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტს (პბი) AჩჩA-ის ხელმძღვანელობისაგან მოპოვებული აქვთ საერთაშორისო პროგრამის კოორდინირებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება (ანუ, AჩჩA-ის ხელმძღვანელ პერსონალთან ურთიერთობა, პროგრამაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება, საბუთების შეგროვება და გაგზავნა, გლაზგოდან ჩამოსული ყოველი ინფორმაციის სტუდენტებამდე მიტანა, გამოცდის ჩატარების ადგილის დაზუსტება Bრიტისჰ ჩოუნცილ-ში, ყოველთვიური ჟურნალების გავრცელება, სტუდენტებისათვის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარება, სასწავლო პროგრამების შედგენა, ლექტორების შერჩევა, ლექციების დანიშვნა და ჩატარება და სხვ.).


სერტიფიკატი/დიპლომი/წოდება

ინგლისურ პროგრამაში სერტიფიკატები გაიცემა გლაზგოდან. საწყისი ეტაპის 9 წიგნის ჩაბარების შემდეგ (ჩაბარებულად ითვლება 50 ქულაზე მეტი შეფასების მიღება), სტუდენტი 2,5 თვის შემდეგ მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

ორი ეტაპის ჩაბარების შემდეგ (ანუ 9 წიგნის ჩაბარების შემდეგ) სტუდენტს შეუძლია მოამზადოს სადიპლომო ნაშრომი Oხფორდ Bროოკეს Uნივერსიტყ-ის მოთხოვნების შესაბამისად (თემატიკა, ფორმატი, მოცულობა და ა.შ.) და გააგზავნოს იგი. მოწონების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება ამ უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში. სტუდენტებს, რომლებმაც ჩააბარეს 14 წიგნი და მიიღეს ბაკალავრის ხარისხი, შეუძლიათ მიიღონ ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.

14-ვე წიგნის ჩაბარების შემდეგ AჩჩA თავის სრულუფლებიან წევრად იმ სტუდენტს აღიარებს, ვისაც ამ დროისათვის ექნება 3 წლის მუშაობის სტაჟი შესაბამისი პროფილით და ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება მისთვის.

ბაფი პროფესიონალ ბუღალტრად აღიარებს:

ინგლისურენოვან სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტრებს, რომლებსაც აქვთ 3 წლის პროფილით მუშაობის გამოცდილება და წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს საქართველოს საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე წიგნებში: 2.2_საკორპორაციო და სავაჭრო სამართალი და 2.3_საგადასახადო დაბეგვრა