თავფურცელი ზოგადი ბაფის წევრობა


SiteGround web hosting

ბაფის წევრობა PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Administrator   
FRIDAY, 05 FEBRUARY 2010 23:12
ფედერაციის წევრობა ორსაფეხურიანია: ინდივიდუალური (ასოცირებული და ნამდვილი) და კორპორაციული.

ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი.

ნამდვილი წევრობის უფლება აქვს მხოლოდ სერტიფიცირებულ ბუღალტერს.

კორპორაციული წევრი შეიძლება გახდეს აუდიტური ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს ფედერაციის გამგეობის მიერ დამტკიცებული გაწევრიანებისა და ხარისხის კონტროლის პროცედურები. კორპორაციული წევრი ფედერაციის წესდებით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებს, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით. საერთო კრებაზე კორპორაციულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კორპორაციული წევრი სარგებლობს იმავე უფლებებით, რაც ნამდვილი წევრი.


ბაფი თავის წევრებს უწევს წერილობით და ზეპირ კონსულტაციებს _ ფინანსური აღრიცხვა_ანგარიშგების, მენეჯერული აღრიცხვის, მენეჯმენტის, აუდიტის, საგადასახადო და ბიზნესის სამართლის სფეროში.


ამჟამად ბაფს ჰყავს 1934 წევრი, მათ შორის ასოცირებული  - 1500, და ნამდვილი წევრი  -  434.


ბაფის წევრს ფასდაკლებით შეუძლია მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შეძენა.


ბაფის მისიას წარმოადგენს:

უზრუნველყოს ბაფის წევრების მაღალკვალიფიციური დონე და შესაბამისად ხარისხიანი

მომსახურების გაწევა საზოგადოებისათვის;

დაიცვას ბაფის წევრთა პროფესიული ინტერესები.