თავფურცელი ზოგადი გახდი პროფესიონალი


SiteGround web hosting

გახდი პროფესიონალი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Administrator   
FRIDAY, 05 FEBRUARY 2010 23:10
პროფესიონალი ბუღალტერი არის პირი, რომელიც ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა აღიარებული პროფესიული ორგანიზაციის წევრია ან, რომელსაც ასეთად ცნობს მარეგულირებელი ორგანო

ბაფის მიერ პროფესიონალ ბუღალტრად აღიარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

1. პრეტენდენტის ჩართვა პროფესიონალ ბუღალტერთა განათლების პროგრამაში (პროგრამაში ჩართვა გულისხმობს პრეტენდენტის შერჩევას და ბაფის განათლების კომიტეტში რეგისტრირებას პროფესიონალი ბუღალტრობის კანდიდატად. კანდიდატის პროგრამაში მონაწილეობა აუცილებელია მისი შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის შესაფასებლად. პროგრამაში შესვლის მსურველს მოეთხოვება საუნივერსიტეტო ან მისი ეკვივალენტური პროგრამის დონის განათლება);

2. კანდიდატის მიერ პროფესიონალი ბუღალტრისადმი მოთხოვნილი განათლების დემონსტრირება (განათლების დემონსტრირებას კანდიდატი ახდენს ბაფის სასერტიფიკატო გამოცდებზე მოთხოვნილი ბარიერის გადალახვით. კანდიდატმა უნდა აჩვენოს, რომ აქვს საკმარისი ცოდნა:
* ბუღალტრულ აღრიცხვაში, ფინანსებსა და მასთან დაკავშირებულ საგნებში;
* საორგანიზაციო და სამეურნეო საქმიანობაში;
* საინფორმაციო ტექნოლოგიებში;
კანდიდატს ცოდნის მიღება შეუძლია ბაფის პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში ან დამოუკიდებლად ლექციებზე დასწრების გარეშე).

3. პროფესიული უნარის შეძენა (კანდიდატს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს თავისი კარიერის მანძილზე იმოქმედოს პროფესიონალი ბუღალტრის სახელით, მან უნდა შეიძინოს შემდეგი უნარი: ინტელექტუალური; ტექნიკური და ფუნქციონალური; პერსონალური; პერსონალთაშორისი და კომუნიკაციური; საქმიანობის მართვისა და ორგანიზაციული).

4. პროფესიონალი ბუღალტრისათვის დამახასიათებელი პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მანერის შეძენა (პროფესიონალი ბუღალტრებისათვის აუცილებელი ფასეულობები, ეთიკა და ქცევა მოიცავს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კოდექსის შესაბამისი ადგილობრივი ეთიკის კოდექსის შესრულების ვალდებულებას. ამიტომ კანდიდატმა უნდა აითვისოს, მიიღოს და დაიცვას ეთიკური პრინციპები, რომელიც არეგულირებს ყველა მის ქცევას.)

5. კანდიდატის მიერ პრაქტიკული გამოცდილების მოთხოვნების დაკმაყოფილება (კანდიდატის შესაძლებლობებისა და კომპეტენტურობის საბოლოო შეფასებისათვის მნიშვნელოვანი მომენტია პრაქტიკული გამოცდილების დემონსტრირება. ამ მიზნით ბაფის მოთხოვნაა კანდიდატს ჰქონდეს მინიმუმ 3 წლის პროფილით პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.)