|
ავტორი - Administrator
|
|
FRIDAY, 05 FEBRUARY 2010 22:58 |
|
ჩვენი ვებ-გვერდის დასათვალიერებლად გთხოვთ გამოიყენოთ Google Chrome. ============================================================= ACCA-სა და ბაფის პროფესიული სერტიფიცირების (პსპ) პროგრამები – რეალური სამსახურების პროგრამებია.
ACCA-ს წევრებს შეხვდებით ბიზნესის ყველა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიებს შორის, დაწყებული ბუღალტრიდან, დამთავრებული ფინანსური მენეჯერით. ACCA-ს კვალიფიკაციის მიღება იმ ადამიანების არჩევანია, ვისაც სურთ პროფესიის მიღება ფინანსების სფეროში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ACCA მზადაა მოამზადოს ბიზნესის ლიდერთა ახალი თაობა.
კვალიფიკაციის მხარდაჭერა ერთგვარი სტანდარტის დაპირებაა, ხოლო ACCA-ს გამოცდები იმართება და მოწმდება ცენტრალიზებულად – ასე, რომ ეს გარანტიაა იმისა, რომ ACCA-ს წევრები მსოფლიოში ერთსა და იმავე მაღალ დონეს აღწევენ.
დღეს მეწარმეებს (დამქირავებლებს) საქართველოში კარგად ესმით პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის მიერ მომზადებული პროფესიონალი ბუღალტრის ფასი. ბაზრის კვლევამ გვიჩვენა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა საქართველოში ბუღალტრის პროფესიაზე იქნებოდა. დიდმა საერთაშორისო აუდიტურმა ფირმებმა, როგორიცაა Ernst & Young, Deloitte &Touch, KPMG, Price Water House Coopers და სხვებმა საქართველოში გახსნეს თავიანთი წარმომადგენლობა და თანამშრომლებად აიყვანეს ACCA-სა და ბაფის კურსდამთავრებული სტუდენტები. Eერთადერთი მიზეზი წარმომადგენლობის გახსნისა ის არის, რომ მათი საერთაშორისო კლიენტები საქართველოშიარიან , ან აპირებენ ჩამოსვლას, ან ჰყავთ უამრავი ადგილობრივი, საერთაშორისო კავშირების მქონე კლიენტი. ამ კლეინტებსაც დასჭირდებათ ბუღალტრები. რამდენიმე წლის წინ საქართველოში არ იყო არც ერთი შესაფერისი ბუღალტრის ვაკანსია, დღეს უამრავია.
სამსახურებრივი დაწინაურება – ACCA-ს ან ბაფის პსპ პრაქტიკულ კვალიფიკაციას მოითხოვს – თუ თქვენ არ მუშაობთ შესაფერისი პროფესიით, თქვენ მიერ ჩაბარებულ გამოცდებს ფასი ეკარგება. გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|